User Guide
Why can I only view 3 results?
You can also view all results when you are connected from the network of member institutions only. For non-member institutions, we are opening a 1-month free trial version if institution officials apply.
So many results that aren't mine?
References in many bibliographies are sometimes referred to as "Surname, I", so the citations of academics whose Surname and initials are the same may occasionally interfere. This problem is often the case with citation indexes all over the world.
How can I see only citations to my article?
After searching the name of your article, you can see the references to the article you selected as soon as you click on the details section.
 Views 3
Problems of Javakheti Region Cultural Heritage (Rehabilitation of Kumurdo Cathedral)
2011
Journal:  
Caucasus Journal of Social Sciences
Author:  
Abstract:

Abstract ჯავახეთის ერთადერთი ჯვარ–გუმბათოვანი ტაძრის – კუმურდოს ისტორიულ–კულტურული ღირებულება ყველასათვის ნათელია. მისი პრობლემებიც არ უნდა იყოს უცხო საზოგადოებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, მათი დაწვრილებითი განხილვა ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან ტაძარზე აუცილებლად ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ შესასრულებელია. მრავალ დაზიანებასთან ერთად ტაძრის ყველაზე დიდი დანაკლისი მისი სრულებით მორღვეული გუმბათი და დასავლეთი მკლავია. დღეისათვის ამ უკანასკნელთა სახის წარმოდგენა ძალზედ ძნელია, ვინაიდან არანაირი ხელჩასაჭიდი ფრაგმენტი არ არსებობს. მიუხედავად საკონსერვაციო–სარესტავრაციო ექსპედიციებისა, რაც განხორციელდა 1938–39 წლებსა და 1970–80–იან წლებში, კუმურდო დღემდე საფრთხის წინაშეა, რადგანაც ამ პერიოდებში პრობლემები მხოლოდ ნაწილობრივ აღმოიფხვრა და სამუშაოს დაუსრულებლობის გამო წვიმა მნიშვნელოვნად აზიანებს ტაძრის კედლებს. სხვადასხვა მიზეზთა გამო, წლების განმავლობაში, აქ სამუშაოები ვერ განახლდა, მაგრამ უკვე საკმაო ხანი გავიდა და ხელისშემშლელი ფაქტორებიც შემცირდა, ამიტომაც დროა განხორციელდეს ღირებული ქმედებები ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. რაც შეეხება სამუშაოების მეთოდის არჩევას, მიუხედავად გარკვეული სარეკონსტრუქციო მასლაების არსებობისა, ამ ეტაპზე რთულია მათ გადაჭრით მიემხრო. ვფიქრობ, სანამ დაწვრილებით მოხდება დისკუსია ამ თემაზე, უნდა გავითვალისწონოთ ის ფაქტი, რომ კუმურდო არქეოლოგიურად ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ვენეციის ქარტიაში ჩამოყალიბებული დებულების მიხედვით სრულებით წარმოუდგენელია სარესტავრაციო სამუშაოებზე საუბარი წინასწარი არქეოლოგიური გათხრების შედეგების გათვალისწინების გარეშე. უდაოდ საჭიროა განხორციელდეს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც შეისწავლის როგორც შიდა სივრცეს ისე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას, რამაც შესაძლოა გამოავლინოს ისეთი არქიტექტურული დეტალები რაც ღირებულ წვლილს შეიტანს ტაძრის სარესტავრაციო პროექტის შექმნაში.ამის შემდგომ კი, შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს კონკურსი და ყველაზე მეტად მისაღები ვარიანტის გამოვლენის შემდგომ მოხდეს განსჯა იმისა, თუ რა უფრო შეინარჩუნებს ტაძრის მხატვრულ–ესთეტიურ ღირებულებას – მისი არსებული სახით კონსერვაცია, თუ სრული რეკონსტრუქცია. ცხადია, ყველა სარეაბილიტაციო პროექტს გააჩნია ეტაპები, ამიტომაც ის რაც პირველადია – ძეგლის გაწმენდა, არქეოლოგიური შესწავლა, კონსერვაცია – უნდა დადგეს დღის წესრიგში.

Keywords:

0
2011
Author:  
Citation Owners
Information: There is no ciation to this publication.
Similar Articles






Caucasus Journal of Social Sciences

Journal Type :   Uluslararası

Caucasus Journal of Social Sciences