Kullanım Kılavuzu
Neden sadece 3 sonuç görüntüleyebiliyorum?
Sadece üye olan kurumların ağından bağlandığınız da tüm sonuçları görüntüleyebilirsiniz. Üye olmayan kurumlar için kurum yetkililerinin başvurması durumunda 1 aylık ücretsiz deneme sürümü açmaktayız.
Benim olmayan çok sonuç geliyor?
Birçok kaynakça da atıflar "Soyad, İ" olarak gösterildiği için özellikle Soyad ve isminin baş harfi aynı olan akademisyenlerin atıfları zaman zaman karışabilmektedir. Bu sorun tüm dünyadaki atıf dizinlerinin sıkça karşılaştığı bir sorundur.
Sadece ilgili makaleme yapılan atıfları nasıl görebilirim?
Makalenizin ismini arattıktan sonra detaylar kısmına bastığınız anda seçtiğiniz makaleye yapılan atıfları görebilirsiniz.
 Görüntüleme 4
Significance Of Family and Private Collections In Cultural Heritage Protection System
2010
Dergi:  
Caucasus Journal of Social Sciences
Yazar:  
Özet:

Abstract კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით მეცნიერების განვითარები თანამედროვე ეტაპზე მრავალი თეორიული და პრაქტიკული პრობლემა იჩენს თავს. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას, თავიდან ღრმად შესწავლას, გაანალიზებას და გადაფასებას მოითხოვს, ХХ ს-ის დასაწყისიდან და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული სახვითი ხელოვნება, რათა სრულად გამოვლინდეს შემოქმედებითი პროცესის სტრუქტურა და მისი თავისებურება. მუზეუმებში დაცული ნაწარმოებების სამეცნიერო კვლევები ბოლომდე სრულ სურათს ვერ ქმნის და ხშირ შემთხვევაში, განვითარების საერთო კონტექსტში ვერ ჯდება. ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების კვლევას ხელს შეუწყობს საოჯახო და კერძო კოლექციებში დაცული მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც უნდა ავსებდნენ და ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. კერძო საკუთრებაში არსებული მხატვრული ნაწარმოებები, გარკვეული პირობების და მიზეზების გამო, სამართლებრივი წესების დაცვით, დღეს დიდი რაოდენობით საქართველოს საზღვრებს ტოვებს, მიმდინარეობს მათი ინტენსიური გადინება, რაც, როგორც თეორიულ ასპექტში, ისე პრაქტიკულშიც დიდ ზიანს აყენებს ქართულ კულტურასა და მეცნიერების დაცვის სისტემას. წინა ათწლეულებში თითოეული შემომქმედის მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები, მათი როლი და თვითმყოფადობა ფასდაუდებელია, როგორც მისი შემოქმედების, ასევე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების შესწავლის პროცესში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ სახვითი ხელოვნების, ერთიანი სისტემის შესანარჩუნებლად მიზამშეწონილი იქნება, სამართლებრივი მხარეებიის დაცვით, ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ამ ნამუშევრების არსებობას დაიცავენ; უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდული ნაწარმოების მაღალხარისხოვანი ასლი ან ფოტო-ასლიუნდა რჩებოდეს. ქართული სახვითი ხელოვნება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს და მისი დაცვის და მართვის სისტემა სწირად უნდა იყოს განსაზღვრული, რაც შემდომში შემოქმედებითი პროცესების განვითარების სრულ სურათს განაპირობებს და საშუალებას მისცემს ხელოვნებათმცოდნეებს მაღალხარისხოვანი სამეცნიერო ნაშრომების შესაქმნელად.

Anahtar Kelimeler:

0
2010
Yazar:  
Atıf Yapanlar
Bilgi: Bu yayına herhangi bir atıf yapılmamıştır.
Benzer Makaleler






Caucasus Journal of Social Sciences

Dergi Türü :   Uluslararası

Caucasus Journal of Social Sciences