Kullanım Kılavuzu
Neden sadece 3 sonuç görüntüleyebiliyorum?
Sadece üye olan kurumların ağından bağlandığınız da tüm sonuçları görüntüleyebilirsiniz. Üye olmayan kurumlar için kurum yetkililerinin başvurması durumunda 1 aylık ücretsiz deneme sürümü açmaktayız.
Benim olmayan çok sonuç geliyor?
Birçok kaynakça da atıflar "Soyad, İ" olarak gösterildiği için özellikle Soyad ve isminin baş harfi aynı olan akademisyenlerin atıfları zaman zaman karışabilmektedir. Bu sorun tüm dünyadaki atıf dizinlerinin sıkça karşılaştığı bir sorundur.
Sadece ilgili makaleme yapılan atıfları nasıl görebilirim?
Makalenizin ismini arattıktan sonra detaylar kısmına bastığınız anda seçtiğiniz makaleye yapılan atıfları görebilirsiniz.
Georgian Museums at the Boundary of 21st Century – Problems and Development Perspectives
2011
Dergi:  
Caucasus Journal of Social Sciences
Yazar:  
Özet:

Abstract საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო აღმოჩნდა იმ რადიკალურ გამოწვევათა პირისპირ, რაც უკავშირდება სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფლიქტებს. ბუნებრივია, ეს ფაქტორები თავის კვალს აჩნევს ქვეყნის მუზეუმების რენოვაციისა და შემდგომი განვითარების პროცესსაც. “საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაციის პროექტის” მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად სხვადასხვა პროფილისა და დაქვემდებარების (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა, მუნიცი- პალიტეტები, სხვადასხვა დაწესებულებებთან არსებული მუზეუმები, კერძო მუზეუმები და სხვ.) 238 მუზეუმია. მათი 99% ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ დღეისათვის გამოყოფილი სუბსიდია გათვლილია ძირითადად მუზეუმების პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაზე და კომუნალური ხარჯების ნაწილობრივ დასაფარავად,ხოლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგებისა და ბევრი სხვა, არანაკლებ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა, სამწუხაროდ, კვლავ ღიად რჩება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოსა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ 2003-2004 წლებში ჩატარებულმა მოკვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ პრობლემების სპექტრი მართლაც ძალზე დიდი იყო და ქვეყანაში სამუზეუმო საქმე ითხოვდა რადიკალურ რეფორმას, სრულ რეორგანიზაციას და მართვის იმგვარი მექანიზმების შემუშავებას, რასაც ხელი უნდა შეეწყო მოძველებულ სისტემათა განახლებისა და საქართველოს მუზეუმების მოდერნიზაციისათვის. შესაბამისად, 2004 წლიდან ქვეყნის სამუზეუმო სივრცეში დაიგეგმა სამუზეუმო რეფორმა, რომლის განხორციელების აუცილებლობა განაპირობა ბევრმა უაღრესად ყურადსაღებმა ფაქტორმა: მუზეუმთა უმეტესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სავალალო მდგომარეობამ, საკანონმდებლო ბაზის მოუქნელობამ, თანამედროვე სამუზეუმო მენეჯმენტისა და მარკეტინგის, კოლექციების დაცვისა და ექსპონირების დაბალმა დონემ, სამუზეუმო ფონდების აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობამ, საზოგადოებასთან კომუ- ნიკაციის არარსებობამ და მთელმა რიგმა სხვა მიზეზებმა, რამაც კატასტროფულად შეამცირა მუზეუმის ვიზიტორთა რაოდენობა. ზემოაღნიშნულ პრობლემათა დაძლევის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა სამუზეუმო რეფორმის პროგრამის სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა გათვალისწინებით გადაიდგა ძალზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯებიც; მაგრამ,საბოლოო ჯამში, ეკონომიკური კრიზისისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, რეფორმის პროცესი დღემდე საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, რაც ძალზე აფერხებს ქვეყნის მუზეუმების განვითარებას და მათ მიახლოებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან.

Anahtar Kelimeler:

0
2011
Yazar:  
Atıf Yapanlar
Bilgi: Bu yayına herhangi bir atıf yapılmamıştır.
Caucasus Journal of Social Sciences

Dergi Türü :   Uluslararası

Caucasus Journal of Social Sciences