Abstract მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის განსაზღვრისას რეგიონული კუთვნილება მათთვის მნიშვნელობის მქონეა, შეიმჩნევა ქართველ ერთან, როგორც ერთ მთლიანობასთან გაიგივების ტენდენცია. დაახლოების სწრაფვა ერში შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური გარემოებებით. საქართველოსა და მის ორ რეგიონს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის გამომწვევი ერთ- ერთი მიზეზი, შესაძლოა სათავეს იღებდეს როგორც სახელმწიფო რიტორიკიდან, ასევე ხელოვნების მოღვაწეთა ერთგვარი კულტურული “კონტრიბუციიდან”. განვლილი წლების მანძილზე მუსიკოსები უმღერდნენ საქართველოს, როგორც ერს და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ქვეყნის ერთიანობაზე ამახვილებდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომმა რამდენიმე ცვლილება განაპირობა ქვეყანაში. ჩემს სტატიაში ეს ცვლილებები განხილული იქნება ტრანსფორმაციამდე და მისი შემდგომი პერიოდის მუსიკალური მონაცემების მიხედვით, იდენტობაზე როგორც რიტორიკის, ასევე პოზიციონირების გავლენის თვალსაზრისით.
Benzer Makaleler | Yazar | # |
---|
Makale | Yazar | # |
---|