Kullanım Kılavuzu
Neden sadece 3 sonuç görüntüleyebiliyorum?
Sadece üye olan kurumların ağından bağlandığınız da tüm sonuçları görüntüleyebilirsiniz. Üye olmayan kurumlar için kurum yetkililerinin başvurması durumunda 1 aylık ücretsiz deneme sürümü açmaktayız.
Benim olmayan çok sonuç geliyor?
Birçok kaynakça da atıflar "Soyad, İ" olarak gösterildiği için özellikle Soyad ve isminin baş harfi aynı olan akademisyenlerin atıfları zaman zaman karışabilmektedir. Bu sorun tüm dünyadaki atıf dizinlerinin sıkça karşılaştığı bir sorundur.
Sadece ilgili makaleme yapılan atıfları nasıl görebilirim?
Makalenizin ismini arattıktan sonra detaylar kısmına bastığınız anda seçtiğiniz makaleye yapılan atıfları görebilirsiniz.
 Görüntüleme 4
Monuments of Material Culture of Chakvistskhali Gorge in the Light of Tourism Development
2011
Dergi:  
Caucasus Journal of Social Sciences
Yazar:  
Özet:

Abstract მტირალას ეროვნული ტყე-პარკი წარმოადგენს ერთ–ერთ დაცულ ზონას, რომლის ბაზაზეც 2006 წლიდან სამთო და ეკოტურიზმის საზღვაო ტურიზმთან შეხამების მოდელი ამოქმედდა. სანაპირო ზოლიდან მტირალას ეროვნულ ტყე–პარკში მოხვედრა ჩაქვისწყლის ხეობით, კერძოდ, მდ. ჩაქვისწყლის ნაპირის გასწვრივ არსებული გზის საშუალებითაა შესაძლებელი. პარკის შემადგენლობაში ექცევა ჩაქვისწყლის ხეობის უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი – სოფელი ჩაქვისთავი. ხეობა მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. ტურისტული ნაკადის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ძეგლების შესწავლა და მათი ჩართვა ეკოტურიზმის მარშრუტების ფართო ქსელში. წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ჩაქვისწყლის ხეობა წარმოადგენდა ტრანსკავკასიური მაგისტრალის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ზღვისპირა ზოლისა და მთის გადასასვლელებით ჩართული იყო როგორც სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს რაიონებთან, ასევე ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის სფეროში. ხეობის მდებარეობა თავიდანვე განსაზღვრავდა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ამიტომაც საგანგებო ყურადღება ექცეოდა გზების გამართვას, მათ მოვლა–პატრონობასა და დაცვას. ჩაქვისწყლის ხეობაში საგზაო ნაგებობებიდან აღსანიშნავია ქვის თაღიანი ხიდები, რომლებიც საარქივო მასალების მიხედვით გამართული ყოფილა სოფლებში: გორგაძეები, ჩაისუბანი, ხალა და ჩაქვისთავი. ადრე აღწერილი ხიდებიდან ამ ეტაპზე შემორჩენილია რამდენიმე მათგანის ფრაგმენტები (4 სოფ. ჩაქვისთავში, 1 სოფ. გორგაძეებში)  არანაკლები მნიშვნელობა აქვს ამ მარშუტზე განლაგებული ძეგლების, კერძოდ კი, ჩამკეტ–თავდაცვითი ნაგებობების შესწავლას. ხეობის თავდაცვის საკითხი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს როგორც შავი ზღვისპირა ზოლში (ციხისძირი, ბათუმი), ასევე შიგა რაიონებში (აჭარისწყლის ხეობაში – ცივასულა, წონიარისი, ზესოფელი) სასიმაგრო ნაგებობათა სისტემასთან. XVIII საუკუნის პირველი ნახევრის წერილობითი წყაროები ადასტურებენ, რომ ჩაქვისთავის სიმაგრე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო.

Anahtar Kelimeler:

0
2011
Yazar:  
Atıf Yapanlar
Bilgi: Bu yayına herhangi bir atıf yapılmamıştır.
Benzer Makaleler








Caucasus Journal of Social Sciences

Dergi Türü :   Uluslararası

Caucasus Journal of Social Sciences