Abstract ნაშრომი მიმოიხილავს ე.წ. „ნახევრად–ბაზრების“ დანერგვასა და განვითარებას გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში. ნახევრად–ბაზრები წარმოადგენს ერთ–ერთ საბაზრო მექანიზმს, რომლის დანერგვაც დაიწყო 1990–იან წლებში და რომლის თანახმადაც მოხდა ჯანდაცვის სერვისების მყიდველებისა და მიმწოდებლების გამიჯვნა. ნაშრომში იკვლევს სანახევროდ–ბაზრების სარგებლიანობას ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში. სარგებლიანობის განსაზღვრა ხდება ხუთი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით: ეფექტიანობა, თანასწორობა, ხარისხი, არჩევანის შესაძლებლობა და ანგარიშვალდებულება. შესაბამისად, თოთოეული კრიტერიუმის გაუმჯობესება ან / და გაზრდა განიხილება, როგორც სარგებლიანობის ზრდის მაჩვენებელი.
Benzer Makaleler | Yazar | # |
---|
Makale | Yazar | # |
---|