Abstract კულტურული ტურიზმი განეკუთვნება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმთავრეს ქვეჯგუფს, რომლის კონცეფტი მრავალ ასპექტს მოიცავს: მოყოლებული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ფილოსოფიიდან, დამთავრებული ტურისტული ბაზრის ფინანსური მოგებით. ზოგადად, არსებულ განმარტებათა თანახმად კულტურული ტურიზმი დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის, ან რეგიონის კულტურასთან, ტურისტებისთვის წარმოადგენს მსოფლიო კულტურის უკიდეგანო შრეების გაცნობის ყველაზე უშუალო შესაძლებლობას და თანამედროვე ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული სეგმენტია მსოფლიოში. კულტურული ტურიზმი მოიცავს ტურიზმის ყველა იმ მიმართულებას, რაც დაკავშირებულია ერის ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან; და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ტურიზმის ინდუსტრიის საკვანძო პარტნიორია მუზეუმი, რომელშიც დაცულია ისტორიისა და კულტურის ვიზუალური თუ სხვა საშუალებები, რაც ტურისტთა მოზიდვის ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
Benzer Makaleler | Yazar | # |
---|
Makale | Yazar | # |
---|