Abstract თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება განიხილავს ცოდნას, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორს, ინვეს ტიციის ფორმას ადამიანურ კაპიტალში, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეროვნული წარმოება და საზოგადოების ცხოვრების დონე. ცხადია, რომ მოვლენათა განვითარების ყველაზე სასიკეთო პირობებშიც კი ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს იმ მოცულობით, როგორც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალური რესურსების მართვის ღრმად გააზრებულ პრაქტიკას, პოლიტიკას, განათლების სისტემის მხარდაჭერასა და განვითარებას. ამ მიზნით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში – საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო ეკონომიკური სწავლების არსებითი განახლების პროცესი. ეკონომიკური თეორიის, მიკრო და მაკროეკონომიკის ფუნდამენტურ კურსებთან ერთად, რომლებსაც ტრადიციულად ასწავლიან ეკონომიკური პროფილეს ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებზე, ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლის ინიციატივით შემოღებულია ახალი სალექციო კურსები: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პროგნოზირება, ეკონომიკური სისტემები და ეკონომიკური საბაზრო მოდელები, ეკონომიკური აზრის ევოლუცია: ნობელის პრემიის ლაურეატები, კლასიკური ეკონომიკური კვლევები.
Benzer Makaleler | Yazar | # |
---|
Makale | Yazar | # |
---|