Kullanım Kılavuzu
Neden sadece 3 sonuç görüntüleyebiliyorum?
Sadece üye olan kurumların ağından bağlandığınız da tüm sonuçları görüntüleyebilirsiniz. Üye olmayan kurumlar için kurum yetkililerinin başvurması durumunda 1 aylık ücretsiz deneme sürümü açmaktayız.
Benim olmayan çok sonuç geliyor?
Birçok kaynakça da atıflar "Soyad, İ" olarak gösterildiği için özellikle Soyad ve isminin baş harfi aynı olan akademisyenlerin atıfları zaman zaman karışabilmektedir. Bu sorun tüm dünyadaki atıf dizinlerinin sıkça karşılaştığı bir sorundur.
Sadece ilgili makaleme yapılan atıfları nasıl görebilirim?
Makalenizin ismini arattıktan sonra detaylar kısmına bastığınız anda seçtiğiniz makaleye yapılan atıfları görebilirsiniz.
 Görüntüleme 2
Cultural Heritage and Cultural Industries for Development (Challenges and Development Opportunities for Georgia)
2011
Dergi:  
Caucasus Journal of Social Sciences
Yazar:  
Özet:

Abstract თანამედროვე კულტურის მენეჯმენტის თუ კულტურის პოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კვლევებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კულტურულ ინდუსტრიებს, რაც კულტურისადმი ტრადიციული მიდგომის ცვილილებისა და ზოგადად, აღნიშნული სექტორის საზღვრების გაფართოების მანიშნებელი უნდა იყოს. ბოლო დროის კვლევები განსაკუთრებით უსვამს ხაზს კულტურული ინდუსტრიების როლს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის განვი- თარებაში, რაც მას კულტურისა და ეკონომიკის სექტორების მომიჯნავე სფეროდ აქცევს. კულტურის, როგორც “შემოქმედებითი მიდგომის კატალიზატორის“ გაგება თავს იჩენს სხვადასხვა საერთაშორისო პროგამებსა და დოკუმენტებში. მათ შორის არის ლისაბონის სტრატეგია (2000-2010), იუნესკოს „კულტურის გამოხატულების მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციის კონვეცია“ (პარიზი, 2005) და სხვა. აღნიშნული ცვილილებების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ როგორც კვლევები ადასტურებს მუსიკის, კინოს, არქიტექტურის, მოდის, დიზაინის და სხვა სფეროების პარალელურად, კულტურულ ინდუსტრიის მნიშვნელოვან წილს ქმნის ტრადიციული ხელოსნური ნაწარმი და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძვნებული რეწვის პროდუქციაც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით დამახასიათებელია ე.წ. განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც ტრადიციული ხელსაქმე და ხალხური რეწვა უფრო ხელმისაწვდომია, იმდენად რამდენადაც ნაკლებად დამოკიდებულია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, შესაბამისად ფინანსურ კაპიტალზე და უფრო ახლოს დგას ადგილობრივ რესურსებთან და ტრადიციულ ცოდნასთან. იუნესკოს მონაცემების მიხედვით, 2006 წელს გლობალური მასშტაბით რეწვის ოსტატთა ნაწარმის ექსპორტმა 186.5 ბილიონ ა. შ. შ. დოლარს მიაღწია. აქედან, 87 ბილიონი, ანუ 186 ბილიონის 47% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ყოველივე ეს მოწმობს, რომ თუკი განვითარებულ ქვეყნებში, ხელოს- ნური ნაწარმი არ მიიჩნევა შემოქმედებითი ინდუსტრიების წამყვან სფეროდ, განვითარებად ქვეყნებში ტრადიციული რეწვა ხშირად კულტურულ ინდუსტრიათა მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. დასტურდება, რომ ამ მიმართულებით არსებული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენება, განვითარება და თანამედროვეობასთან ადაპტაცია სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს უძველეს კულტურასა და ტრადიციებს. ეს კი თავისთავად განაპირობებს ტრადიციული ხელსაქმისა და ხელოსნობის პოპულარიზაციას, შენარჩუნებას და ტრადიციული ცოდნის თაობიდან თაობაზე გადაცემას. აღნიშნულ ინდუსტრიას განსაკუთრებული როლი ენიჭება ღირშესანიშნავი ძეგლებისა და მუზეუმების ინფრასტურქტურის (მაგალითად, როგორიცაა სამუზეუმო/ ისტორიულ ძეგლებთან არსებული მაღაზიები), ტურიზმის განვითარებაში, რომელიც თავის მხირივ, ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი რეწვის ბაზრის განვითარებას, ისე სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების და მათ შორის რეწვის ტრადიციების პოპულარიზაციას საერთაშირისო დონეზე.

Anahtar Kelimeler:

0
2011
Yazar:  
Atıf Yapanlar
Bilgi: Bu yayına herhangi bir atıf yapılmamıştır.
Benzer Makaleler










Caucasus Journal of Social Sciences

Dergi Türü :   Uluslararası

Caucasus Journal of Social Sciences