Kullanım Kılavuzu
Neden sadece 3 sonuç görüntüleyebiliyorum?
Sadece üye olan kurumların ağından bağlandığınız da tüm sonuçları görüntüleyebilirsiniz. Üye olmayan kurumlar için kurum yetkililerinin başvurması durumunda 1 aylık ücretsiz deneme sürümü açmaktayız.
Benim olmayan çok sonuç geliyor?
Birçok kaynakça da atıflar "Soyad, İ" olarak gösterildiği için özellikle Soyad ve isminin baş harfi aynı olan akademisyenlerin atıfları zaman zaman karışabilmektedir. Bu sorun tüm dünyadaki atıf dizinlerinin sıkça karşılaştığı bir sorundur.
Sadece ilgili makaleme yapılan atıfları nasıl görebilirim?
Makalenizin ismini arattıktan sonra detaylar kısmına bastığınız anda seçtiğiniz makaleye yapılan atıfları görebilirsiniz.
 Görüntüleme 12
Chian import on the territory of Turkey
2010
Dergi:  
Caucasus Journal of Social Sciences
Yazar:  
Özet:

Abstract ამფორებით ვაჭრობა ეკონომიკის კეთილდღეობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო ანტიკურ ეპოქაში, ამიტომაც, დღეს- დღეობით ამ პროცესების შესწავლა ძლიერ მნიშვნელოვანია. თემა წარმოადგენს ფართომასშტაბიანი კვლევის ერთ-ერთ ნაწილს, რომლის მიზანია შეადგინოს სტატისტიკა ანტიკური ეპოქის სხვადასხვა ცენტრებში აღმოჩენილი ამფორების შესახებ, რაც გაცილებით უფრო გაამარტივებს საერთო სურათის აღქმას. კუნძული ქიოსი არის სიდიდით მეხუთე საბერძნეთის კუნძულებს შორის. მდებარეობს ეგეოსის ზღვაში, მცირე აზიის სანა- პიროდან 7 კმ-ის დაშორებით. ანტიკურ ეპოქაში მას მრავალ ცენტრთან ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობა. დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით გამოყოფილია ქიოსური ამფორების 7 ქრონოლოგიური ჯგუფი: I – ძვ.წ. VII ს-ის ბოლო – V ს-ის დასაწყისი. ამ ტიპის ამფორები ყელგამობერილი და ნაპირლილვაკიანია. II – ძვ.წ. V ს-ის III მეოთხედი. ამ ტიპის ამფორებისთვის დამახასიათებელია დაგრძელებული ყელი ზევით აწეული გამობე- რილი ნაწილით, III – ძვ.წ. V ს-ის II ნახევარი. ყელის გამობერილი ნაწილი ამ ხანებში მხრებს ვიწრო ყელით უერთდება. ეს ერთგვარ გარდამავალ ჯგუფს წარმოადგენს სწორყელიანსა და ყელგამობერილს შორის. მიჩნეულია, რომ ყელგამობერილი ქიოსური ამფორების დამზადების ქვედა ზღვარი ძვ.წ. 430 წელია. ხოლო სწორყელიანი ამფორების შემოღების თარიღი ძვ.წ. V ს-ის 40-აინი წლებია. ასე რომ როგორც ჩანს თავდაპირველად ეს ორი ჯგუფი ერთმანეთის პარალელურად არსებობს. IV – ამ ჯგუფის ამფორები ძვ.წ. V ს-ის ბოლომდე მზადდება. მათ ცილინდრული ყელი და შეღრმავებული ქუსლი აქვთ. V – ძვ.წ. IV-III სს. ეს ჯგუფი ,,ჩაჩისებურძირიანი” ამფორების სახელითაა ცნობილი. ასეთ ამფორებს ტანი ძირისაკენ შესამჩნევად უვიწროვდებათ და ძირზე აქვთ შერღმავება. ამავე პერიოდიდან იწყება ამფორების დადამღვა. VI – ძვ.წ. III ს-ის ქიოსური ამფორებისათვის დამახასიათებელია ტანის წაგრძელება, მაღალი კონუსური ქუსლი. VII – ძვ.წ. II ს-ის ქიოსურ ამფორებს ცილინდრული ყელი, კიდისაგან დაცილებით მიძერწილი ყურები და მაღალი კონუსური ქუსლი აქვთ. ამის შემდეგ ქიოსური ამფორების ტიპი აღარ იცვლება და ძვ.წ. I ს-მდე ამ ფორმით აგრძელებს არსებობას.

Anahtar Kelimeler:

0
2010
Yazar:  
Atıf Yapanlar
Bilgi: Bu yayına herhangi bir atıf yapılmamıştır.
Benzer Makaleler






Caucasus Journal of Social Sciences

Dergi Türü :   Uluslararası

Caucasus Journal of Social Sciences